შემოთავაზება სენაკის რაიონის განათლების განყოფილებაში შესაბამის თანამდებობაზე–სხვისი განთავისუფლების ხარჯზე, რაზედაც მან კატეგორიული უარი განაცხადა.
აღნიშნულ პერიოდში დაბა ჩხოროწყუში ფუნქციონირებდა ერთადერთი საშუალო (დღევანდელი პირველი საჯარო) სკოლა, რომელიც მოსწავლეთა კონტიგენტის სიმრავლის გამო შეიძლება ითქვას გადატვირთული იყო.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული გახდა ობიექტური მიზეზი მისი დიდი ხნის სურვილისა,რომ დაბა ჩხოროწყუში ყოფილიყო მეორე საშუალო სკოლაც, კერძოდ პირველ ეტაპზე ჩხოროწყუს სკოლის ბაზაზე გახსნილიყო არასრული საშუალო სკოლა,რომელიც ორ წელიწადში გარდაიქმნებოდა საშუალო სკოლად.მას ასევე გათვალისწინებული ჰქონდა, რომ ეს სკოლა განთავსდებოდა დაბა ჩხოროწყუს ცენტრში მდებარე იმჟამად უფუნქციო საყოფაცხოვრებო მომსახურეობის ყოფილ შენობაში.
იმ პერიოდისათვის ამ იდეის განხორციელებას სჭირდებოდა ბევრი ბიუროკრატიული საფეხურების გადალახვა, რომ საქმე ბოლომდე მისულიყო.
1963წლის 10მარტს მან ოფიციალურად მიმართა სენაკის რაიონის შესაბამის ინსტანციების ხელმძღვანელებს (განათლების განყოფილების გამგეს–კალისტრატე შარტავას, რაიკომის მდივანს–ნოე შონიას, რაიონული აღმასკომის თავმჯდომარეს–დამიანე ჯიჯელავას).საკითხი გადაწყდა დადებითად და შეიქმნა იურიდიული დოკუმენტი–საქართველოს განათლების სამინისტროში წარსადგენად.
1963წლის 11მარტს (მეორე დღესვე) მან აღნიშნული დოკუმენტი წარუდგინა საქართველოს განათლების სამინისტროს შესაბამისი რეაგირებისათვის.
საქართველოს განათლების მინისტრ თამარ ლაშქარაშვილთან ერთად საკითხი იმავე დღეს გადაწყდა დადებითად და დავალება მიეცა სამინისტროს შესაბამის განყოფილებებს საქმის სისრულეში მოსაყვანად.
1963წლის 12მარტს საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით გაიხსნა დაბა ჩხოროროწყუს არასრული საშუალო სკოლა, რომლის დირექტორადაც დაინიშნა მამანტი ყურაშვილი.
მიუხედავად სიძნელეებისა (სკოლის კეთილმოწყობა,სასწავლო წლის მიწურული პერიოდი) სასწავლო პროცესი დაიწყო 1963წლის 1აპრილს.
1968წელს არასრული საშუალო სკოლა გარდაიქმნა სრულ საშუალო სკოლად და ეწოდა ჩხოროწყუს მეორე საშუალო სკოლა (ამჟამინდელი მეორე საჯარო სკოლა).
ჩხოროწყუს მეორე საშუალო სკოლის პირველი მასწავლებლები:
დაწყებითი კლასის მასწავლებელები: ნინა შელია,ტატიანა ჟვანია, ფედოსია ნაჭყებია, ქსენია მანდილოვა.
ლეილა პერტაია–ფიზიკის მასწავლებელი
მარუსია ქარჩავა–მათემატიკის მასწავლებელი
ივლიანე ჯაიანი–ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ვანო ფირცხელავა–ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ნეოლინა ნიკოლავა–გეოგრაფიის მასწავლებელი
კაჭი შულაია–ინგლისური ენის მასწავლებელი
ეთერ ჯაფარიძე–ქიმია–ბიოლოგიის მასწავლებელი
თავის მოგონებებში ბატონი მამანტი ყურაშვილი ყოველთვის მადლიერების გრძნობით იხსენიებს ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანა მის მიერ შეთავაზებული იდეა ჩხოროწყუს მეორე საშუალო სკოლის ჩამოყალიბების შესახებ.მისი სიტყვები: "ჩხოროწყუს რვაწლიანი, იგივე მეორე საშუალო სკოლის გახსნის საკითხში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნოე შონიას, დამიანე ჯიჯელავას, მამანტი ქვარცხავას, კალისტრატე შარტავას, თამარ ლაშქარაშვილს, უშანგი ობოლაძეს, ირაკლი ბეროზაშვილს, ალექსანდრე კვაჭაძეს და ივანე (ჯონდო) ჭანტურიას".